პროექტის სახელწოდება: მარინა ივანეს-ასული ცვეტაევა-ცხოვრება და მოღვაწეობა.
მთავარი იდეა (თემა):
პოეტის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა.
პროექტის აქტუალობა:
ვაწვდი მოსწავლეებს ინფორმაციას ცვეტაევას შემოქმედებაზე.
ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით და მისი
თარგმნა. ამით მოსწავლეები იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტის მიზანი:
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით მოსწავლემ შეძლოს გადმოსცეს ინფორმაცია პოეტის ცხოვრებასა
და მოღვაწეობაზე. ინტერნეტით მასალის მოპოვება.
მონაწილეთა ასაკი:
16 წელი.
ვადის ხანგრძლივობა:
5 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ინტერნეტით ეძებენ ინფორმაციას პოეტის შესახებ. ეცნობიან საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურულ ურთიერთობას. ინფორმაციის თარგმნა ქართულიდან რუსულზე. რაც ეხმარება
მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ანვითებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსი; კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები,
წიგნი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა (1)-შერჩეულ თემას
ვწერ დაფაზე. ვყოფ კლასს 2 ჯგუფად. ირჩევენ ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის
წევრებზე.
აქტივობა (2)-ჯგუფებს
ეძლევა დავალება; მოიძიონ ინფორმაცია ცვეტაევას შესახებ.
აქტივობა (3)-მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას , ფოტოებს, ლექსებს
ცვეტაევას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
აქტივობა (4)-მოსწავლეები
თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ
ერთმანეთს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ექნება
მეტი ინფორმაცია, კარგი
გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის
პროცესში პრეზენტაციის დროს.
აქტივობა (5)-პრეზენტაციის
დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის მეტყველების უნარ-ჩვევები, რაც ახდენს მათი ლექსიკური
მარაგის გამდიდრებას.
მოსწავლეთა შეფასება.
კრიტერიუმები
|
1-4 ქულა
|
5-7 ქულა
|
8-10 ქულა
|
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის
გააზრება
|
ჯგუფმა ვერ გაიაზრა
სამუშაოს არსი.
|
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა.
|
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ
სამუშაოს დაგეგმვა.
|
ჯგუფმა ვერ შეძლო
სწორად დაგეგმვა.
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვაში
იყო ხარვეზები.
|
ჯგუფმა სწორად
შეძლო სამუშაოს
დაგეგმვა.
|
წევრთა აქტიურობა
|
ჯგუფის ყველა
წევრი არ იყო ჩართული პრეზენტაციაში
|
ჯგუფის ზოგიერთი
წევრი არ იყო აქტიური.
|
ჯგუფის ყველა
წევრი იყო
აქტიური.
|
პრეზენტაცია.
|
წარმოდგენილი
პრეზენტაცია არ იყო
გასაგები.
|
წარმოდგენილი
პრეზენტაცია ზუსტად არ ასახავდა
დავალებას.
|
წარმოდგენილი
პრეზენტაცია ზუსტად ასახავს
დავალებას.
|
საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ინტეგრირებულია
ქართულთან, ხელოვნებასთან.
მიზანი მიღწეულია
თუ:
·
ჯგუფი მოქმედებს
შეთანხმებულად.
·
ნათლად ჩანს ლიდერის როლი.
·
თანამშრომლობენ მასწავლებელთან.
·
აქვს ამომწურავი ინფორმაცია.
პროექტის ხელმძღვანელი-რუსუდან
კურდღელაშვილი
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: kurdgelashvilirusudan@gmail.com
No comments:
Post a Comment