Friday, August 9, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მარინა ივანეს-ასული ცვეტაევა-ცხოვრება და მოღვაწეობა.



მთავარი იდეა (თემა): პოეტის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობა.

პროექტის აქტუალობა: ვაწვდი მოსწავლეებს ინფორმაციას ცვეტაევას შემოქმედებაზე.
ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის საშუალებით და მისი თარგმნა. ამით მოსწავლეები იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

როექტის მიზანი: პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით მოსწავლემ შეძლოს გადმოსცეს ინფორმაცია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ინტერნეტით მასალის მოპოვება.

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი.

ვადის ხანგრძლივობა: 5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ინტერნეტით ეძებენ ინფორმაციას პოეტის შესახებ. ეცნობიან საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურულ ურთიერთობას. ინფორმაციის თარგმნა ქართულიდან რუსულზე. რაც ეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ანვითებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი; კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, წიგნი.

როექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)



აქტივობა    (1)-შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე. ვყოფ კლასს 2 ჯგუფად. ირჩევენ ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.

აქტივობა (2)-ჯგუფებს ეძლევა დავალება; მოიძიონ ინფორმაცია ცვეტაევას შესახებ.



აქტივობა (3)-მოსწავლეები  წარმოადგენენ ინფორმაციას , ფოტოებს, ლექსებს
ცვეტაევას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.



აქტივობა (4)-მოსწავლეები თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ
ერთმანეთს. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია, კარგი
გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში პრეზენტაციის დროს.



აქტივობა (5)-პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის მეტყველების უნარ-ჩვევები, რაც ახდენს მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

მოსწავლეთა შეფასება.

კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-7 ქულა
8-10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის
გააზრება
ჯგუფმა ვერ გაიაზრა
სამუშაოს არსი.
ჯგუფმა მიზანი
გააცნობიერა.
ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ
სამუშაოს დაგეგმვა.
ჯგუფმა ვერ შეძლო
სწორად დაგეგმვა.
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვაში
იყო ხარვეზები.
ჯგუფმა სწორად
შეძლო სამუშაოს
დაგეგმვა.
წევრთა აქტიურობა
ჯგუფის ყველა
წევრი არ იყო ჩართული პრეზენტაციაში
ჯგუფის ზოგიერთი
წევრი არ იყო აქტიური.

ჯგუფის ყველა
წევრი იყო
აქტიური.
პრეზენტაცია.
წარმოდგენილი
პრეზენტაცია არ იყო
გასაგები.
წარმოდგენილი
პრეზენტაცია ზუსტად არ ასახავდა
დავალებას.
წარმოდგენილი
პრეზენტაცია ზუსტად ასახავს
დავალებას.

საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ინტეგრირებულია ქართულთან, ხელოვნებასთან.

მიზანი მიღწეულია თუ:
·         ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად.
·         ნათლად ჩანს ლიდერის როლი.
·         თანამშრომლობენ მასწავლებელთან.
·         აქვს ამომწურავი ინფორმაცია.

პროექტის ხელმძღვანელი-რუსუდან კურდღელაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kurdgelashvilirusudan@gmail.com